

რთველში ჩართვის მსურველ ღვინის კომპანიებს ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ.

ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები დაწესდა - 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.

საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ფაიზერის“ მესამე დოზამ ვირუსისგან და მძიმე დაავადებისგან დაცვა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, - ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ რაოდენობას, 300 ათასამდე ტონას აღწევს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

რამდენიმე დღეში, კახეთის რეგიონში რთველი დაიწყება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა , გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი.


შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. აჭარის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. დაილუქა 10-მდე ობიექტი.