
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოფელ ჩუმლაყში 2012 წლამდე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - ატმის რეალიზაციაზე და განაცხადა რომ ამ მხრივ მიღწეული შედეგების ფუძემდებელი ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო.

"რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის ინიციატივაა, კორონავირუსის ვაქცინით აცრილი თანამშრომლები და მომხმარებლები ბიზნესსექტორმა წაახალისოს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში.

ქორწილების, ქელეხების და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება.

საფრანგეთში დღეიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ე.წ "ჯანმრთელობის ცნობა - Health pass" სავალდებულო გახდა კაფეში და რესტორანში შესასვლელად, თვითმფრინავით ან საქალაქთაშორისო მატარებლით მგზავრობისთვის.

ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 125 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებშია განთავსებული.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ტარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რესტორნებში მხოლოდ ორჯერადად აცრილები ან წინასწარ გატესტილები დაუშვან.

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.