
ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2024” ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს.

6 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ გაიმართა გამა ნაიფ ესპრიტის (Gamma Knife Esprit) ოფიციალური პრეზენტაცია. გამა ნაიფი (Gamma Knife) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და უსისხლო რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტს.

Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო.

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა - „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის.

„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, პრესტიჟული გამოცემის - The New York Times ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა.

დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მეტი პროტექციონიზმი და, როგორც ჩანს, ფისკალური დეფიციტი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არხით ვალუტაზე მართლაც გამყარების მიმართულებით მოქმედებს.

რთველისის ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განახლდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ზუსტად ამ მარანში იწარმოება დღეს რთველისის ქვევრის ღვინო.

ELT Building, რომელიც „იელთი ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა და 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.