საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსური მხარდაჭერა გამოყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მგზავრთნაკადი 2025 წლის იანვარ-თებერვალში 18%-ითაა გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდა 45%-ის დონეზეა.
ლიბერთი ბანკი, საკორესპონდენტო ქსელის გაფართოების და საერთაშორისო გადარიცხვების მომხმარებლისთვის გამარტივების მიზნით, ახალ პარტნიორობას Bank of New York Mellon-თან იწყებს.
2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
2025 წელს, იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „Red Bridge” განახორციელებს.
2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2025 წლის იანვარი-თებერვლის თვის პერიოდში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 202 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 675 შეადგინა.
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
4 მარტი, 2025 - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, ადგილობრივი ტელეკომ ბაზრისთვის უპრეცედენტო, მომხმარებლის ლოიალობის პროგრამა დანერგა.