
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სავაჭრო ცენტრები და საცალო გაყიდვების ობიექტები (არასასურსათო საქონლის ბაზრობების გარდა) შეზღუდვებით, თუმცა ფუნქციონირებას განაახლებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნების გარე სივრცეები იხსნება, მაგრამ - მხოლოდ აჭარაში.

1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ.

დღეს დილიდან 200-ზე მეტმა რესტორანმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა და მიტანის სერვისიც გააუქმა.

საქართველოს მთავრობამ უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ტურისტები საზღვრის კვეთას 2 სახის დოკუმენტის საფუძველზე შეძლებენ.

“ახლა ყოველი თეთრისთვის ბრძოლა მიდის”, - ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ ახალ რეგულაციებზე საუბრობს, რომლის დაკმაყოფილებაც 85-მდე საწარმოს 1 ივნისიდან მოუწევს.

რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, 80-მდე რესტორანი შაბათს, 30 იანვარს, ბოიკოტის ნიშნად, 24 საათით, მიწოდების სერვისს გათიშავს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას.