დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში “ინდური შტამი” ჯერ არ არის დაფიქსირებული. ამის შესახებ იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ამის შესახებ, BUSINESS TIME -ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა.
ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს.