
საგურამოში გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად „ჯვაროსნების“ კაპიტანი გურამ კაშია ესწრებოდა და ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

„ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთნხმება შედგა – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

საქართველო – ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა, – ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.

„დინამო არენის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება და ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „კარლსრუეს“ შესანიშნავი შედეგით დაუბრუნდა – ბუნდესლიგელ „ჰოფენჰაიმთან“ საკონტროლო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გადალახა, რაც დებიუტანტი გუნდისთვის ფენომენალური შედეგია.

ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და ემოციურ მატჩში გამარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1.