
14 ივლისამდე მსოფლიოს ყურადღება გერმანიისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 51 მატჩი გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითიც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრების წინ საკონტროლო მატჩი მონტენეგროს ნაკრებთან გამართა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა, სადაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

კრიშტიანო რონალდო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ექვს ჩემპიონატზე ექნება ნათამაშები.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ქომაგებს ევრო-2024-ის თამაშებზე დასასწრებად საქართველოდან გერმანიაში პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის საშუალება ექნებათ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია: „უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

UFC 300-ზე მსუბუქი წონის ბრძოლაში მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე შესრულებული ნოკაუტით დაამარცხა.

პირველად საქართველოს ისტორიაში, 6-7 აპრილს გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება სნოუბორდში.