
ენერგეტიკის ექსპერტი, გიორგი არაბიძე თვლის, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით “ნამახვანჰესის” არსებობა ქვეყნისთვის აუცილებელია.
“ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელზე-აუცილებელია ენერგეტიკული თვალსაზრისით, “ნამახვან ჰესის” 1.5 მლრდ კილოვატი საათი წელიწადში. გარდა ამისა “ნამახვანს” აქვს რეგულირების სხვა ფუნქცია, ის დღეღამურ რეგულირებაში იქნება ჩართული, ანუ მე რომ პრობლემა მაქვს დილით და საღამოს აი ამაში მომეხმარება და აღარ დამჭირდება პიკის დროს 7,8, და 9 ცენტიანი ელექტრო ენერგიის ყიდვა. ენერგეტიკულად გითხარით, მისი არსებობა რას წარმოადგენს ქვეყნისათვის. 1.5 მლრდ კილოვატი საათი არის თითქმის ნახევარზე მეტი, რასაც ვყიდულობთ, ამასთან მას შეეძლება დღეღამური რეგულირება”, - განუცხადა არაბიძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს.
მისივე თქმით, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტისათვის სამი პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული: ენერგეტიკული საჭიროება, ეკონომიკური სარგებელი და ეკოლოგიური სიტუაცია - ეკოლოგიურად მოსათმენი და მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის.
“თუ ეს სამი კომპონენტი არ არის ერთმანეთთან ჰარმონიაში, მაშინ ესეთი მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს. ავად თუ კარგად, მემგონი დიდი და პატარა ვთანხმდებით, რომ საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეები სასიცოცხლოდ სჭირდება. რაც შეეხება, ეკონომიკურ მხარეს, ასეთი შეფასება ეკონომისტებმა უნდა გააკეთონ. კერძოდ, აქ რა პრობლემაა, პრობლემა არის ის რომ რამდენად ძვირი ჯდება სადგურის მშენებლობა, ანუ სადგურის მშენებლობა, რომელიც ჯდება 800 მილიონი 430-ზე მეტი მეგავატი არის თუ არა საშუალოდ მსოფლიო სტანდარტის დონეზე მეგავატის მშენებლობა, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი და ფასი როგორია, ამოვარდნილია თუ არა ზოგად რეგიონში არსებული ტარიფებიდან და პირდაპირი ანუ ფისკალური მოგება რა ექნება სადგირის მშენებლობას რეგიონისათვის და ქვეყნისათვის. ეს უნდა იქნეს შეფასებული დარგის სპეცალისტების მიერ. მესამე და მთავარი - მისაღებია თუ არა ეკოლოგიურად აღნიშნული სადგურის მშენებლობა. აქაც აუცილებლად სპეციალისტებმა უნდა თქვან და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა იქნეს განხილული საფრთხესთან დაკავშირებით. სპეციალისტმა უნდა თქვას, რომ გრავიტაციული კაშხალი, რომელიც არის 103 თუ 105 მეტრი შეილება, თუ არა რომ გასკდეს , თუ შეილება გაირღვეს, რა უნდა მოყვეს და ა. შ . აქ უნდა დადგნენ და დადონ დასკვნები და, თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით ერთმანეთში, არსებობს მსოფლიოში დიდი დონის კაშხალის სპეციალისტები და უნდა შევაფასებინოთ რამდნად სწორია ეს ყველაფერი”, - განმარტა.
ბარამიძემ ასევე ისაუბრა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ დავაზე და აღნიშნა, რომ სადგურს ოპერირებისათვის სჭირდება მიწაზე საკუთრება.
“ხომ არ შეიძლება სახლი შენი იყოს და მიწა სხვისი, აქაც უნდა დავთვალოთ და ვთქვათ, რომ ამ სადგურისათვის რამდენი ჰექტარი მიწაა საჭირო მშენებლობისათვის, რა რაოდენობის ფართობია საჭირო ოპერირებისათვის და ა.შ. დადგნენ დარგის სპეციალისტები და უნდა თქვან, რომ ბატონებო ხელშეკრულებაში რომელსაც მოაწერეთ ხელი 7-ის ნაცვლად შეგეძლოთ ჩაგეწერათ 3 და მეტი არა. აი თუ ეს დეტალები იქნება ლოგიკურად ციფრებით დალაგებული, მერე უცებ გამოჩნდება, სად შეიძლება გაკეთდეს, ხომ არ არის აუცილებელი, რომ იქნებ პროექტი გადავაკეთოთ და ა.შ. თუ სპეციალისტები ამ ყველაფერს დაალაგებენ, იმსჯელებენ და ისაუბრებენ არ იქნება ამდენი ძალისხმევა საჭირო. კიდევ ერთხელ ვამბობ თუ სადგურის მშენებლობა ამ სამ მთავარ ღერძს არ აკმაყოფილებს: ეკონომიკა, ენერგეტიკა და ეკოლოგია არ უნდა აშენდეს. არ უნდა დავუმტვრიოთ თავპირი ერთმანეთს ამ საქმესთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება სადგური ენერგეტიკულად გჭირდებოდეს ააშენო, მაგრამ ეკონომიკურად არ ვარგოდეს და ეკოლოგიურად მიუღებელი იყოს. უნდა იყოს აუცილებლად ეკოლოგიურად მისაღები , ეკონომიკურად გამართლებული და ენერგეტიკულად საჭირო. ამიტომ უნდა იმსჯელონ სამივე დარგის სპეციალისტებმა, თუ ჩვენი სპეციალისტების არ გვჯერა, გადავიხადოთ ფული და დავიქირაოთ, ვიშოვოთ ვიღაც, დავათვლევინოთ და დავუსვათ წერტილი ან კი ან არა”, - განაცხადა გიორგი არაბიძემ სააგენტოსთან საუბრისას.
მისივე თქმით, დაუსრულებელი ხმაური აღნიშნულ თემაზე უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზეც.
“მოგეხსენებათ არ გვიდგას საქართველოში ინვესტორების რიგი, არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ საერთოდ არცერთ დარგში. პრაქტიკულად ქვეყანა სანთლით ეძებს ინვესტორს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს პროექტი არის მისაღები უნდა აშენდეს, რომ არ დავაფრთხოთ ინვესტორები. ამის მსგავსი სიტუაციები ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე”, - აღნიშნა არაბიძემ.