სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „ეკონომიკურ ფორუმზე” სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა დღეს ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოველთვის განპირობებული იყო ევროპული მისწრაფებებით და კანდიდატის სტატუსი, კიდევ ერთ ბიძგს, ძლიერ მოტივაციას აძლევს ქვეყანას, რათა გაგრძელდეს რეფორმები ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს დერეფანში 433,430 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა.
ჩვენ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, როდესაც საქართველოში შეიცვლება სიტუაცია არის, რომ გავაუქმოთ ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს ევროზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 102.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
“თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი გამყარება, რაც ოქტომბრის განმავლობაში მოხდა, მეტყველებს იმაზე რომ ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია.