დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მასწავლებლების ხელფასები, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
ენერგორესურსების სახით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული - დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოში ენერგორესურსების მხოლოდ 30%-ია ათვისებული. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.