კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომას დაესწრო.
18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, საქართველოში ირიგაციის სისტემების გაუმჯობესებით, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვას.
ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული, – ამის შესახებ საქართველოს ღარიბაშვილმა განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 9 039.0 მილიონი ლარი შეადგინა.
2024 წლის პირველი იანვრიდან სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 751.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.7%-ით, ანუ 103.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
დავითაშვილის თქმით, იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა და ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს განისაზღვრა, უშუალო სამუშაო კომისიის ფორმატში უნდა იყოს განხორციელებული.
სექტემბრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მოლოდინების შესაბამისია. დეტალური სტატისტიკა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.