
სემეკ-მა 15 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

ქვეყანას ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ექნება. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო კი რამდენიმე თვეში ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ომის ფაქტორით განპირობებული, დიდწილად ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ატარებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

ინფლაცია იყო 2022 წლის წლის მთავარი გამოწვევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, თუმცა ინფლაციამ თავისი პიკი გადაიარა გასული წლის მაისში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 53%-ით გაიზარდა.

ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1 პროცენტით მეტია.