
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,6%-ი შეადგინა. მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 %-ით შემცირდა. უმუშევრობის დონე დაწეულია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. - ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა.

პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგების აუცილებლობაზე.

საქართველოს მთავრობა თბილისში პოლიციის ქალაქის მშენებლობას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, ახალი უბანის მშენებლობა 131.4 მილიონი ლარი დაჯდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ახალი ავტოსადგომი მოეწყობა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ავტოსადგომის მოსაწყობად 4.2 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას (10.4%-ს).

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს.

ნავთობპროდუქტები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.