ობიექტურად, ეს სანქციები რუსეთისთვის საშინელებაა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი შიდა აუდიტორიისთვის აცხადებს, რომ სანქციები მხოლოდ გაგვაძლიერებს – ამის შესახებ, ლეონიდ გოზმანმა განაცხადა.
რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. Gazprom-მა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა დანიურ კომპანიას Orsted და გერმანულ Shell Energy-ს, რომელიც ქვეყანას გაზით მხოლოდ ნაწილობრივ ამარაგებდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა დადეს პირობა, რომ უარს იტყვიან რუსულ საწვავზე.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ფორუმში და გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
2022 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, წლის ბოლომდე აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტის 90%-ს შეეხება, დანარჩენ 10 პროცენტზე მსჯელობას კი, ევროკავშირის ლიდერები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდებიან.
ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ რუსულ ნავთობს ნაწილობრივი ემბარგო დაუწესონ.
თავს შევიკავებ სპეკულაციებისგან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
რაში ვხარჯავთ ყველაზე მეტ თანხას - ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ყოველთვიურად ყველაზე მეტს 43.7% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავს.