2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გულისწყვეტა და გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 11,6 %-ით არის გაზრდილი.
„რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოებისc უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში გემი სანქცირებულ კომპანიისგან მიღებული ტვირთით შემოვიდა. მისივე განცხადებით, საქართველოს საბაჟო ორგანოებს ასეთი ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.
რუსეთმა საუკუნეში პირველად საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ეს დასავლური სანქციების კულმინაციაა, რამაც საზღვარგარეთის კრედიტორებისთვის გადახდის გზები დაბლოკა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
დღეს ევროპულ საბჭოში შეხვედრა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხიც უნდა განიხილონ.
საქსტატმა დღეს მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ახალი უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 12.8%-ით არის გაზრდილი.