ლიტვამ რუსული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი. ამ გადაწყვეტილებით ის გაზპრომისგან გაზის მიმღები ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად თქვა უარი. განცხადებას ლიტვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 2021 წელი შეაჯამა, სადაც ახსენა საქართველოც, როგორც პარტნიორი ქვეყანა რეგიონში და არნიშნა, რომ რუკრაინის პორტების რუსეთის მიერ ბლოკირება არამხოლოდ უკრაინისთვისაა პრობლემა, არამედ ყველასთვის მსოფლიოში.
ბრიტანული The Economist-ი განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. გამოცემის Economist Intelligence Unit-ის შეფასებით, ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 46.5%-იან ვარდნას განიცდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიულ-რუმინული ენერგეტიკული კომპანიის OMW Petrom - ის დელეგაციას შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნა შესაბამისი ზომა არ არის და მსგავს საკითხებს ფრთხილად უნდა მიუდგნენ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვა.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.