ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დღეს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს გადასცემს. ამის შესახებ ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დაუშვებელია მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი წარმოადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი თბილისში გაიმართა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
რუსები სანქცირებული პროდუქტის კონტრაბანდული გზით გადატანის არხებს საქართველოს გავლით ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროექტი პირველ მარტს დავიწყეთ, ერთი თვე გავიდა და გვაქვს შედეგი, რომ დაახლოებით 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა, უკვე დაკონტრაქტებულია 2 900-ზე მეტი პირი. ძალიან გვიხარია ეს შედეგი“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლიტვამ რუსული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი. ამ გადაწყვეტილებით ის გაზპრომისგან გაზის მიმღები ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად თქვა უარი. განცხადებას ლიტვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.