ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რეგიონში უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. დაზუსტდა ეკონომიკური მაჩვენებელი - 12.2%-იანი ზრდა გვაქვს შვიდ თვეში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ეხმაურება „რიონის ხეობის მცველების“ გადაწყვეტილებას, დატოვონ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით დაწყებული მედიაციის პროცესი ნამახვანჰესის საკითხზე.
17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 130 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მოსავლის დაახლოებით 50%-ია და 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ლარი სერიოზულად გამყარდა.
ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველოს მე-5 ადგილზე დაწინაურება და ჩვენი ქულის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ გვინდა ეს, თუ არ გვინდა, მართლაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და სიძლიერე გადის სწორედ ვაქცინაციაზე“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კასპში წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ ისაუბრ ვაქცინების მობილიზებაში მთავრობის წვლილზე.
დღეს, 14 სექტემბერს, გამოქვეყნდა “აიცერი და მოიგეს” გათამაშების გამარჯვებულთა პირველი ნაკადის სია.
14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.