14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, აქედან ხუთი დამტკიცებულია, ექვსი კი განხილვის პროცესშია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 678.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.
11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 73 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
რთველი 2021-ის ფარგლებში, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარს აღწევს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 73 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასშია ნათქვამი, მევენახეების მხარდასაჭერად ერთ ჰექტარზე 3000 ლარის ოდენობის დახმარება გაიცემა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია რთველის მიმდინარეობას თელავში, საკოორდინაციო შტაბში გაეცნო.
ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, იმიტომ, რომ წლის მანძილზე დაახლოებით 100 დღის განმავლობაში ეს გზა ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ გადაადგილდება, შესაბამისად, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ასევე - მთლიანად რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.