
ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 18 536, PCR ტესტით 6 056 და კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 284 958 შეადგენს.


ნიგვზიანში, ჩოჩხათში, ნიგოითში და შრომაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო, სამართალდამცავებს ბლოკ-პოსტები აქვთ მოწყობილი. მოსახლეობას კი, კარდაკარის პრინციპით თერმოსკრინინგი და მასობრივი ტესტირება უტარდებათ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სოცლიოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნა სადაც 39 % აცრაზე უარს ამბობს.






ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას აქტიურად კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM- ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს. ამის შესახებ მინისტრმა განცხადება რამდენიმე დღეს გააკეთა.