როგორც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა, ხვალიდან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეპარებოდეს ეჭვი ნამახვანჰესის სტრატეგიულ მნიშვნელობაში, მაშინ ერთი წამით არ იქნებოდა იქ სადაც არის და ამისთვის, დამატებით მოწოდებები არ გახდებოდა საჭირო. ეს განცხადება თურნავამ მედიასთან, პროტესტანტების მიერ მისი გადადგომის მოთხოვნაზე საპასუხო კომენტარისას გააკეთს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს გონიერებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.