„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა და 848 ათასი სული შეადგინა.
მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხეელებს შორის“ , რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, კორუფციის კონტროლის მიმართულებით გლობალურ რეიტინგს ქმნის.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მილიარდ 022 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტია.
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით დღეს ქვეყანაში ხორბლის 2-თვიანი მარაგი არის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანიას „ყვარლის ბაგა“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პორტფელებს შორის ამონაგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლებიც უკავშირდება სათბური გაზების შემცირებას, იყოს რეალიზებული ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიც არის ენერგეტიკული პროექტი.
მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული - ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის მიხედვით.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ სტუმრად გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ EMES - ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის’’ შესახებ ისაუბრა.