წელს, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 31,5 მლნ დოლარის ღირებულების 5 070 ტონა კარაქი შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული იმპორტის მოცულობას, 5.5%-ით აღემატება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, ოქტომბრის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 99 604 458 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 მლნ ლარით მეტია.
დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის - ეს უდიდესი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, - ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ახალი ეტაპია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად 68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 79.5 მლნ ლარით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.