სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით, ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას, შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხს განიხილავს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ,
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან სანტიეგო ლაფუენტეს პერეს ლუკასთან, რეგიონულ დირექტორთან ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ ახალი საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრნენ.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა.
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 მილიარდ 419 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.