სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით გაიზარდა.
მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ იმართება.
4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა.
როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება და ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო, ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა