აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გათავისუფლებულ ხერსონში ყოფნისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Reuters-მა თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა.
ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იფიქროს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
ბელარუსიაში, უკრაინის საზღვართან, ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო უკმაყოფილოა რუსი სამხედროების ჩამოსვლით - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა შეიძლება, გაჩნდეს 2023 წლის მეორე ნახევარში. ამის შესახებ არახამია „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს.
კიდევ ბევრ ასეთ შეხვედრას ვიხილავთ იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და გათავისუფლებული ხერსონელების ემოციურ შეხვედრებს ეხმაურება უკრაინელ ჯარისკაცებთან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონეცკის რეგიონში ახლა სასტიკი ბრძოლებია. იქ არსებულ ვითარებას ის ჯოჯოხეთს ადარებს, თუმცა ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მამაცურად ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზებს.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში 11 დასახლება დეოკუპირებულია.
დეოკუპირებულ ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია ისევ მოქმედებს. ქალაქსა და რეგიონში მუშაობს უკრაინის ეროვნული პოლიცია და უშიშროების სამსახური, - ვიდეომიმართვას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.
კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინაში 45 მეომარი დაბრუნდა. ასევე, უკრაინამ დაიბრუნა ორი სამხედროს ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაცის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.