უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია.
7-დღიანი ლოდინის შემდეგ, ნეტგაზეთს სახელმწიფო უწყებებში უპასუხეს, თუ რა თანხაა გამოყოფილი უკრაინაში გასაგზავნი გენერატორების შესაძენად.
იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე, კიუ-შირატაკის სადგურზე მატარებელი რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მგზავრისთვის ჩერდებოდა. ეს იყო სკოლის მოსწავლე, რომლისთვისაც სკოლაში სიარულისთვის ერთადერთი ტრანსპორტი სწორედ ეს მატარებელი იყო.
უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის პროფესორი, ნატალია ზუბარევიჩის განცხადებით, იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკა გარდაიცვალა, არასწორია, – ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
გვჭირდება უსაფრთხოების ზღვარი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში – პესკოვი
"რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კონფრონტაციის ეტაპამდეა და ჩვენ მოგვიწევს ამ პირობებში ცხოვრება", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა და უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, სად მიდის ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯორჯიის შტატში, მეორე ტურში, დემოკრატმა სენატორმა რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელ“ კონკურენტზე ჰერშელ უოკერზე გაიმარჯვა.