ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებითუნდა უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბასტრიკინს შეხვდა და ყირიმის ხიდის აფეთქების დეტალები განიხილა.
ევროკავშირისთვის სულ უფრო რთული ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს. ამის შესახებ განცხადება ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.