
პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილო პოდოლიაკმა გადაცემა The Breakfast Show-თან კომენტარში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივების განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთზე უარესია, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა ხუთშაბათს რუსეთ-უკრაინის შეხვედრისთვის სტამბოლში ჩავიდეს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად ელოდება.

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა და მსოფლიოში ომების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, მას შემდეგ რაც ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის ომის ყოველი ინჩი დოკუმენტირებულია. ეს არ ტოვებს ეჭვის ადგილს და არც დაუსჯელობის ადგილს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდნენ. როგორც რუსული მედია წერს, კრემლში უკვე მივიდნენ ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.