უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველის ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მარიუპოლში კონტრშეტევას აუცილებლად განახორციელებენ.
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს სამეთაურო პუნქტი, რომელშიც 50 რუსი ოფიცერი იმყოფებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის ყველა მოქალაქემ უნდა იმუშაოს.
საფრანგეთი უკრაინას „სეზარის“ ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ადასტურებს.
უკრაინელი პოლიტოლოგის რუსლან როხოვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები სერიოზულ ზარალს აყენებენ რუსეთის ეკონომიკას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის კიდევ უფრო მეტ დახმარებაზე საუბრობს.
უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ოკუპანტები შეგნებულად არ ათავსიუფლებენ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამოქალაქო პირებს, რადგან მოხდეს ქალაქის დამცველებზე ზეწოლა და მათ დანებება აიძულონ - ამის შესახებ ირინა ვერეშჩუკმა Telegram-ის საშუალებით განაცხადა.
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო იმედგაცრუებას გამოხატავს ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გამო. მისი თქმით, რუსებმა ამას ძირი გამოუთხარეს. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში.
სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ქარხნის მიწისზედა ტერიტორია დიდწილად განადგურებულია და მშვიდობიანი მოქალაქეები დანგრეული შენობების ქვეშ არიან ჩარჩენილი.
ჩეჩნეთის პრორუსული ხელისუფლების ხელმძღვანელის რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნებმა რუსულ არმიასთან ერთად მარიუპოლი სრულად დაიკავეს. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამზე წერს.