უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება რუსეთ–უკრაინის ომთან მიმართებაში შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ქვეყანაში არის "გაზპრომის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის და უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს ე.წ მცირე და მსხვილი მოლაპარაკებების ფორმატში. ამის სესახებ არახამიამ "მთავარის" ეთერში ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, მარიუპოლში ტყვეების გაცვლა არ შედგა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო და 500 მილიონი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას უგზავნის.
ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით,სავარაუდოდ, მარიუპოლიდან ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაიყვანეს ძალების გაძლიერების მიზნით.
რუსული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოუგუ ვლადიმირ პუტინს მარიუპოლის დაკავების შესახებ ანგარიშს აბარებს.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ამჟამად, უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 ათასი რუსი სამხედროა, 22 ათასი კი საზღვრებთან ახლოს არის მობილიზებული.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის, ყველანაირი პირობის გარეშე, მარიუპოლში მოლაპარაკებები გამართოს.
„აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციაზე თანახმა არიან. ამის სესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მარიუპოლში ადამიანები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეძებენ. ქალაქის განადგურებულ ქუჩებში მარიუპოლელები ბოძებზე აკრავენ განცხადებებს, რომ ხმა მიაწვდინონ საყვარელ ადამიანებს.