საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 750 მილიონით დაეხმარება, საუბარია სამხედრო დახმარებაზე. სააგენტო ინფორმაციას ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ომი, ბაგირზე სიარულის მსგავსია: თუ იმაზე დაიწყებ ფიქრს, თუ როგორ გააკეთებ ამას, დროსა და წონასწორობას კარგავ, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს'
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 4 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში რაც ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა.
აუცილებელია, ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის განისაზღვროს კონკრეტული ვადები რუსული ენერგორესურსების გამოყენების შეზღუდვისთვის - აცხადებს ზელენსკი.
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა უკრაინელ ხალხზე - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი დაჰპირდნენ მკაცრ და სწრაფ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მიხაილო პოდოლიაკი, ოკუპანტების მიერ განადგურებული მარიუპოლის კადრებს ავრცელებს და წერს, რომ მარიუპოლში ოკუპანტებმა ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და შენობების 90% გაანადგურეს, მსოფლიო კი დუმს.