აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე.
ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰაბერთურქთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები ვერასდროს გაამართლებენ თავიანთ ქმედებებს, ისინი წვავენ ადამიანებს იმიტომ რომ ეშინიათ.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყფოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია.
ირლანდიის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ბლოკირებული აქვს უკრაინული პორტები და გემები ექსპორტისთვის განკუთვნილი სურსათით.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მიერ კიევის ოლქიდან ჯარის გაყვანა „კეთილი ნების“ ჟესტი იყო.
ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განცხადება გააკეთა, სადაც ისაუბრა ბუჩაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ სიტუაციას ვერ შეეგუება.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს აკრძალვას რათა კრემლზე მაქსიმალური ზეწოლა შეინარჩუნოს. ამის შეასახებ განცხადებას ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აკეთებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ესპანელ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, აღნიშნა, რომ მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს.