jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

აღდგომის მთავარი სიმბოლო სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის გამარჯვებაა, დღეს აღდგომას ვზეიმობთ ამ გამარჯვების შეუქცევადობის ურყევი რწმენით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მან კიევო-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩაწერა.

„ის, რისთვისაც დღეს ბნელი ძალების წინააღმდეგ ვიბრძვით, ჩვენი განთიადია, ჩვენი აღორძინებაა. ეს არის დამოუკიდებელი უკრაინის განთიადი. დღეს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს აღვნიშნავთ. მისი მთავარი სიმბოლო გამარჯვებაა: სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის გამარჯვება. ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით დღეს აღდგომას ვზეიმობთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუკი გასული წლის აღდგომას უკრაინელები ლოცულობდნენ, რომ უკრაინას გაეძლო, დღეს ისინი ლოცულობენ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

„ერთი წლის წინ ამ დღეს ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ჩვენ არა მხოლოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ თავად მოვიპოვებთ და ვქმნით ამ გამარჯვებას. 417 დღე. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. წინ მწვერვალთა შორის ყველაზე რთულია. ჩვენ მას გადავლახავთ და ერთად შევხვდებით ჩვენს განთიადს, როდესაც მთელი ჩვენი ქვეყნის თავზე ამოვა მზე. ეს არის ლურჯი და ყვითელი დროშა. ის აუცილებლად ამოვა ღვთისგან ბოძებული მთელი ჩვენი მიწის თავზე. ჩვენი ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის თავზე… მზე განათდება სამხრეთით, მზე განათდება აღმოსავლეთით, მზე განათდება ყირიმში. ნარინჯისფერი მზე მშვიდობიან, ლურჯ ცაზე და ეს არის სამართლიანობის სინათლე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

295