jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

დუდას თქმით, ლიდერებმა ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრეს.

„მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური, კვლავ გვექნება უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა. დავარწმუნე, რომ მას შეუძლია, მშვიდად დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, რომელიც რამდენიმე დღეში კიევში ჩავა“, – წერს დუდა.

91