
30 აპრილს აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.
"იმ მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარების ნიშნად, რაც ამერიკელმა ხალხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას გაუწია, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ და ერთად განახორციელონ ინვესტიციები, რათა ჩვენი საერთო რესურსების, ნიჭისა და შესაძლებლობების საშუალებით უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დაააჩქარონ" - ნათქვამია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) უკრაინის მთავრობასთან ითანამშრომლებს, რათა საბოლოოდ განისაზღვროს პროგრამის მმართველობის წესები.
"როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ხელი შეუწყოს ამ უსამართლო და დაუნდობელი ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო პროცესს, რომლის მიზანიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა.
არცერთ სახელმწიფოს ან პირს, ვინც დააფინანსა ან მიაწოდა იარაღი რუსეთის სამხედრო მანქანას, არ ექნება სარგებლის მიღების უფლება უკრაინის რეკონსტრუქციიდან"- ნათქვამია განცხადებაში