jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

კრემლი უარყოფს თეთრი სახლის ინფორმაციას უკრაინის ომში ბოლო 5 თვეში 20 000-მდე რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „ეს ციფრები ჰაერიდან მოტანილია“.

„ვაშინგტონს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაასახელოს სწორი ციფრები, მათ არ აქვთ ეს მონაცემები. მხოლოდ იმ მონაცემებს უნდა დაეყრდნოთ, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს“, – აღნიშნა პესკოვი.

 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ, დაზვერვის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე უკრაინაში 20 ათასამდე რუსი მებრძოლი დაიღუპა და 80 ათასამდე დაშავდა.

 

ამასთან, კრემლში თვლიან, რომ უკრაინის ომში გერმანიის პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობა ყოველდღიურად იზრდება და ბერლინი ვერ შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ მისი იარაღი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე არ იქნება გამოყენებული.

„გერმანიას არ აქვს ამის შემოწმების საშუალება. მეორეც, კიევის რეჟიმისთვის გერმანიის მიერ მიწოდებული შეიარაღება უკვე გამოიყენება რუსულ ტერიტორიებზე, რადგან დონბასი რუსეთის რეგიონია“, – აღნიშნავს პესკოვი.

310