jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში, აეროდრომთან ახლოს, სადაც აფეთქებების ხმა ისმოდა, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყება ამბობს, რომ დაიღუპა 3 ადამიანი.
"ოცდაექვს დეკემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 01:35 საათზე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ დაბალ სიმაღლეზე ჩამოაგდო უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის რეგიონში ენგელსის სამხედრო აეროდრომთან მიახლოებისას.  თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა აეროდრომზე მყოფი ტექნიკური პერსონალის სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე", - ამბობს უწყება. 
თავდაცვა ამბობს, რომ საავიაციო ტექნტიკა არ დაზიანებულა. 
ცნობისთვის, ენგელსის აეროდრომზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული. 
271