jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, აბსოლუტურად გაუგებარია, თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის სურვილის არ ქონა, რომელის საშუალებითაც მოხდება ბავშვების დაცვა, – ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა. 
მისივე თქმით, დღეს გარკვეულწილად ექსპერიმენტი მიმდინარეობს, მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი, მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი, უყურებს იმას თუ როგორ ახორციელებს თავდასხმას ერთი სახელმწიფო. 
"მინდა ყურადღება გაამახვილოთ, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან, სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით, საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურად დარღვევით, ფრთოსანი რეკეტებით სამოქალაქო ინფრაქტრუქტურას ბომბავს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, იერიში მიაქვს დიდი ქალაქების ცენტრზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუტურაზე, რომლის მიზანია ადამიანების გაყინვა, 14 მილიონი ადამიანის ერთდროულად რჩება გათბობის, ელექტროენერგიის და წყალმომარაგების გარეშე, ამის მიზეზი, შეიძლება იყოს ის, რომ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილს სურდეს დაინახოს, მიიღოს მონაცემები იმისა, შეიძლება თუ არა 21 საუკუნეში გადარჩენა ფრთოსანი რაკეტებისგან, შეიძლება თუ არა დიდმა ქვეყანამ, ტექნოგენურმა ქვეყანამ, ცივილიზაციის ტექნოლოგიურმა ნაწილმა მოახერხოს, გადარჩეს იმ პორობებში, თუ მას ენერგოსისტემას სრულად დაუნგრევ?  შეიძლება ეს იყოს სურვილი იმის დანახვის, თუ როგორ იხოცებიან ადამიანები ქუჩებში სიცივისგან, შეიძლება ეს იყოს სურვილი რუსეთის ფედერაციის გენოციდური ხელისუფლების მიერ შექმნილი რეალითი შოუს, შეიძლება! ჩვენ არ შეგვიძლია ამის რაციონალური ახსნა მოვახდინოთ! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თქვენ აბსოლუტურად სწორი ხართ,  საჰაერო თავდაცვითი და საზენიტო სარაკეტო სისტემები არ არის თავდასხმითი შეიარაღება, ეს სისტემები არ იძლევა შესაძლებლობას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იქნას დარტყმები მიტანილი, მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყანა აგრესორი და ოკუპანტია. ეს სისტემები მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღებაა, შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია, იმ შეიარაღების გადაცემის სურვილის არ ქონა, რომელის საშუალებითაც მოხდება ბავშვების დაცვა. ევროპას მოსწონს ყურება იმისა, თუ როგორ ხოცავს რუსეთის რაკეტები უკრაინელ ბავშვებს? სხვა თვალსაზრისით, თქვენი კითხვის მეორე ნაწილს რომ ვუპასუხო, ვართ თუ არა ჩვენ კმაყოფილი იმით, თუ რასაც გვაწდიან? რა თქმა უნდა, ვართ. იმ დროს, როდესაც კონტრშეტევით ოპერაციებს ვახორციელებთ, არა მარტო ევროპა, არამედ სხვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამერიკის შეერტებული შტატების მხირდან, ის შეიაარაღება, რომელსაც გვაწვიდნენ,  მძიმე არტილერია, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რომელიც გვაძლევდა რუსეთის ლოჯისტიკის მოშლის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა ამით კმაყოფილი ვართ, თავდასხმითი ოპერაციების მიმართულებით, აბსოლუტურად კმაყოფილი ვართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოწოდებული შეიარაღებით. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩემთვის საიდუმლოა რატომ არ მოგვეწოდება საჰაერო თავდაცვითი და რაკეტ საწინააღმდეგო სისტემები, აქ შეიძლება ორი რაციონალური ახსნა არსებობდეს: ერთის მხრივ საშინელი საყურებელია რუსეთისთვის, 9 თვის შემდეგაც, უკრაინა მშვიდად იბრძვის თავისუფალ ქვეყნად არსებობის უფლებისთვის და ესმის, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ზუსტად იგივე მოხდება მთელს ჩვენს ტერიტორიაზე, რაც მოხდა ბუჩაში, რადგან რუსეთი კატეგორიულად ვერ გვიტანს. გადახედეთ მათ ოფიციალურ განცხადებებს, ღიად აცხადებენ, რომ ჩვენი ამოჟლეტვა სურთ, სავარაუდოდ, ჩვენი პარტნიორებისთვის საშინელებაა რუსეთს უყურონ, და მეორე, ალბათ არსებობს ირაციონალური - არაგაცნობიერებული სურვილი იმისა, რომ ადევნონ თვალი შეძლებს თუ არა გადარჩენას თუ გაუნადგურებ ასეთი იერიშებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ, აქედან უნდა მოხდეს შესაბამისი დასკვნების გაკეთება", – განაცხადა პოდოლიაკმა. 
350