jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, რათა დაამარცხოს რუსი "გოლიათი". 
ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინა და მისი პარტნიორები დავითს შეადარა, რუსეთი - გოლიათს, ხოლო შურდული - რომელსაც ლეგენდაში დავითი იყენებს გოლიათის დასამარცხებლად, იმ იარაღს, რომელსაც დასავლეთი აწვდის უკრაინას.
მისივე თქმით, დავითი ახლა მთელს თავისუფალ ქვეყანას აერთიანებს, რომელსაც სხვა გზა არ აქვს, რომ დაამარცხოს გოლიათი. 
მისივე განცხადებით, დავითად ყოფნა ნიშნავს იყო მებრძოლი და დაამარცხო გოლიათი "შურდულის" გამოყენებით.
"ჩვენ ყველანი ახლა დავითი ვართ. მთელი თავისუფალი სამყარო ახლა არის დავითი. დავითი არის ყველა, ვინც იცის, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გასანადგურებლად მოვიდა.
დავითად ყოფნა ნიშნავს იბრძოლო, დავითად ყოფნა ნიშნავს გქონდეს შურდული, რათა დაამარცხო გოლიათი. თუმცა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეს შურდული - ისრაელიდან, მაგრამ მე მჯერა რომ ეს დროებითია", - განაცხადა ზელენსკიმ. 
ამავე მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა პარტნიორს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევით "გოლიათი" მარცხდება.
379