jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა - შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"ამ კვირამ ძალიან გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო და ხალხი. ხვალაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის: ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა - შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან. რათა სამყარომ გაიგოს და მხარი დაგვიჭიროს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!

დიდება ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისა და მისი ხალხისთვის!
დიდება უკრაინას!"- განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

470