jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოუწოდებს საზოგადოებას, არ გაავრცელონ თეორიები და სპეკულაციები ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.
„ახლა ადგილზე მუშაობს ყველა სამსახური, რათა დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს და ეტაპობრივად, დეტალურად გაირკვეს ვერტმფრენის ჩამოავრდნის მიზეზები. გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, მოერიდონ ამა თუ იმ თეორიას, სპეკულაციას, დაელოდონ ოფიციალურ კომენტარებს და დასკვნებს“, – აღნიშნა შმიგალმა.
დღეს დილით, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, მათ შორის მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
245