jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს, ბელარუსიას და ირანს, თქვენს მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გვქონდა, ისეთი როგორიც ყველაზე ახლო მეგობართან!– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რადიო მაესტროსთან ინტერვიუში. 
ჟურნალისტის კითხვაზე:უკრაინის ელჩი ბელარუსიაში, ირანში აგრძელებენ დიპლომატიურ მისიას, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის მოკავშირედ მიიჩნევიან. რა გააკეთა საქართველომ ისეთი, რომ უკრაინამ მყისრიერად მიიღო ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და უკან დღემდე არ აბრუნებს? ლოგიკა, რაში მდგომარეობს? 
"ლოგიკა ძალიან მარტივია! ჩემი აზრით, ეს აშკარაა და თქვენთვისაც ნათელი უნდა იყოს! ბელარუსიასთან თავიდანვე, ყოველთვის ყველაფერი გასაგები იყო, თუ ვის მხარეს იყო ბელარუსია, ის ბოროტების მხარეს იდგა! ირანთან დაკავშირებითაც გასაგები იყო, ეს ის ქვეყნაა, რომელიც ასევე ბოროტების მხარესაა. როდესაც ამ ქვეყნებში ჩვენს ელჩას ვაგზავნით, გვესმის, რომ ბოროტების ქვეყანაში ვუშვებთ ელჩს. საქართველოსთან დაკავშირებით, მორალურად ეს ასე გამოიყურება: 2008 წელს უკრაინა მაქსიმალურად მხარს უჭერდა საქართველოს, მესმის, ეს იყო უმძიმესი ომი, წინააღმდეგობის გაწევა იყო ძალიან რთული, მაგრამ მიუხედავად ამისა უკრაინის პრეზიდენტი გაემგზავრა საქართველოში, გახსოვთ არა ეს ყველაფერი?! შესაბამისად, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გვაქვს სხვა, ჩვენ საქართველოს არასოდეს აღვიქვავდით ბელარუსიის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, საქართველოს მივიჩნევდით ქვეყანად, რომელიც ჩვენთან ერთად არის ერთიდაიგივე ღირებულებებით, როდესაც ჩვენ პრობლემები გვექმნებოდა, საქართველო, მისი ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო. საქართველომ, ხელისუფლების სახით რა გააკეთა? დაიკავა, გაურკვეველი, ორაზროვანი პოზიცია! იცით, არ შეიძლება, ნამდვილი მეგობრების, რომლებიც მზად არიან რთულ მდგომარეობაში თქვენთან მოვიდნენ, ასე მოექცეთ! ეს კითხვა საქართველოსთან ზოგადად, ქართველებთან არ არის, ეს საკითხი ეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს სწორი პოზიცია, მიუხედავად იმისა, ომამდე შენ ფულს შოულობდი თუ არა, ივანიშვილთან გაღიმებული სახით დადიოდი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო არჩევნებზე ხმის მიცემა, გაღიმებული ამბობდი, რომ რუსეთი არა თუ ბოროტებაა, არამედ ის მომგებიანი ეკონომიკური პარტნიორია! აქ ყველაფერი მარტივადაა, სხვადასხვა დამოკიდებულებებია, ნუ შეადარებთ საკუთარ თავს, ბელარუსიას და ირანს, თქვენს მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გვქონდა, ისეთი როგორიც ყველაზე ახლო მეგობართან! აი ამიტომ გვაქვს ასეთი ემოციური აღქმა იმისა, რასაც დღეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება!"– განაცხადა პოდოლიაკმა. 
ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ: 
 
417