jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ამისთვის 1.5 მილიონი ლარი გამოიყო, რაც დღევანდელი გაცვლითი კურსით, დაახლოებით 738 900 აშშ დოლარია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადგენილი ასიგნების ფარგლებში გამოყო 1,5 მლნ ლარი, რომლითაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სხვადასხვა ტიპის გენერატორებს შეისყიდის უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით“, – წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

უწყების თანახმად, ამჟამად მოძიებულია გენერატორები და მიმდინარეობს მათი შესყიდვის პროცედურები.

საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბერს მიიღო, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩებოდა, თუ როგორ და სად გეგმავდა ქვეყანა გენერატორების შესყიდვას.

ეკონომიკის სამინისტროს წერილიდან კვლავ არ ირკვევა, თუ რომელ ქვეყანაში გეგმავს საქართველო უკრაინისთვის გასაგზავნი ტვირთის შეძენას.

მასალა: ნეტგაზეთი 

424