jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.
120-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული უკრაინის მიმართულებით "ბოროტი რუსული სამყაროს" მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად მოსაკლავად. ჩვენ ველოდებით "სამშვიდობოების" შემდგომ წინადადებებს "მშვიდობიანი მოგვარების", "რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების" და პროვოკაციების არასასურველობის შესახებ.
-  წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. 
რუსეთის თავდასხმამ უკრაინის დედაქალაქზე დააზიანა სახლები, სამრეწველო ობიექტი და სათამაშო მოედანი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა კვლავ მუშაობს და ხელისუფლება ცდილობს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გარკვევას.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი დაშავდა. დაბომბვის გამო, ლვოვის 90 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
 
384