jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მებრძოლის მამა, არჩილ ხოფერია ავრცელებს. 
"ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში..
ვფიქრობდი დროშა რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა ..
ჩვენ ვერ გაგვტეხენ ..ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება..
მტრებს ყველაფერი წინ ააქვთ ..
და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ..
მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია.."– წერი გარდაცვლილის მამა. 
არსებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა, რის შემდეგაც რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, სწორედ ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა.
ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია. 
419