jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა სადაც მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. არაოფიციალური ინფორმაციით, ის გუშინ რუსულ ჭურვს შეეწირა.  

მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის. მაზანაშვილის ახლობლები და თანასოფლელები ყვებიან, რომ 29 წლის მებრძოლი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა. მათივე ინფორმაციით, მაზანაშვილს ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება. ახალგაზრდა კაცი იბრძოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ასევე, იმყოფებოდა ავღანეთში საერთაშორისო მისიაში. 
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-მდე ქართველია დაღუპული.
468