jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს, ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმისთვის მუშაობდა, რომ ეს მომხდარიყო და ყველას, ვინც გვეხმარებოდა. თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს.

ასევე ვულოცავ მოლდოვას და პირადად [პრეზიდენტ] მაია სანდუს.

ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება”, - წერს ზელენსკი.

424