tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება.

სააგენტო გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები, რათა ატომურ სადგურზე სერიოზული ავარიის საფრთხე მოიხსნას.

შესაბამისი განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა ქალაქ ენერგოდარიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ამ ქალაქში ძირითადად ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალი და მათი ოჯახები ცხოვრობენ.

რაფაელ გროსის განცხადებით, ატომური ობიექტის თანამშრომლები სადგურზე რჩებიან, თუმცა სიტუაცია პოტენციურად სახიფათოა.

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

195